პაპილომა ვირუსი (HPV – Human Papillomavirus) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მსოფლიოში, რომელიც თირკმელების, პირის ღრუსა და გენიტალური გზების ქსოვილებში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს.
სპეციალისტების თქმით, HPV-ს ინკუბაციის პერიოდი მრავალფეროვანია და შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის, გარეთა სასქესო ორგანოების, ყელისა და სხვა ორგანოების კიბო.ვირუსის გავრცელება ძირითადად სქესობრივი გზით ხდება, მაგრამ შესაძლებელია მისი ტრანსმისია სხვა გზებითაც.
ექიმები ამბობენ, რომ პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული ინფექციები ხშირად არ იწვევს საგანგაშო სიმპტომებს, თუმცა მათ შეიძლება მოჰყვეს პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას.
ამ მასალაში შევეცდებით ნაწილობრივ შევეხოთ პაპილომა ვირუსის ბუნებას, მისი გავრცელების გზებს, რისკებს, პრევენციასა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
ცნობისთვის: პაპილომა ვირუსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.