AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მრავლობითი და ზედაპირული ტრავმებით ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ავარია შარტავას ქუჩაზე მოხდა, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის მიხედვითად უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.