ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეჯახებისას ერთი ავტომობილი ამოყირავდა.
დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.