
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ხელვაჩაურში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “აჭარა თაიმსს” განუცხადეს, რომ ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ორმა სერვისის გაწევაზე უარი განაცხადა.
BMC-ში AJARATIMES.GE-ის განუცხადეს, რომ ერთ დაშავებულს ამ წუთებში კვლევები უტარდება, ხოლო მეორე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და პოსტის ბმულის მითითება. მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება, ასევე, პატივი ეცით სხვის შრომას.