Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026
_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, მეურნეობის დასახლებაში, ასევე ბობოყვათში მცხოვრებლები წლებია გზის, სასმელი წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული შედეგი დღემდე არ მიუღიათ.

როგორც ადგილობრივები „აჭარა თაიმსთან“ აცხადებენ, დასახლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზა არ არის მოასფალტებული, რის გამოც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება განსაკუთრებით რთულია. გზაზე მრავლადაა ორმოები, რომლებიც წვიმის შემდეგ წყლით ივსება და გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.

მოსახლეობის თქმით, ავარიული გზის გამო ტაქსის მძღოლებიც ხშირად უარს ამბობენ შეკვეთების შესრულებაზე, რადგან ავარიულ გზაზე მოძრაობა ავტომობილებს აზიანებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული გზით ორი სოფლის 200-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს. მათი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა უამინდობის დროს იქმნება, როდესაც გადაადგილება მნიშვნელოვნად ფერხდება.

პრობლემას ემატება ისიც, რომ გზაზე გარეგანათება არ არსებობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ღამის საათებში გადაადგილება დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან.

სოფელში კიდევ ერთი მწვავე პრობლემა სასმელი წყლის დეფიციტია. ადგილობრივების თქმით, ზაფხულის დადგომასთან ერთად წყლის მიწოდება პრაქტიკულად წყდება და მოსახლეობა იძულებულია წვიმის წყალი რეზერვუარებში შეაგროვოს, რათა ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილოს.

მოსახლეობა ამბობს, რომ წლების განმავლობაში გზის მოასფალტებას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და გარეგანათების მოწყობას ითხოვს, თუმცა, მათი თქმით, დაპირებებს ძირითადად მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ისმენენ, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მათ პრობლემებზე აღარავინ ზრუნავს.

„აჭარა თაიმსი“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის მისაღებად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მოსახლეობის მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთეს.

დაკავშირებული თემები ⇓

ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვების გაჩეხვის გამო არავინ დაჯარიმებულა – უწყებებს მოკვლევაც არ დაუწყიათ

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია

სუს-მა ქობულეთსა და ხულოში კორუფციული დანაშაულების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს

ქობულეთში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული პირის მეუღლე იჯარის კომისიის წევრი იყო

ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს

 

Post navigation

Previous: შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.