Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

აჭარა თაიმსი მარტი 26, 2026
IMG_5206

„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – ამჯერად ბათუმში იწყებს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები – აკუმულატორი, საბურავი და ზეთი – სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. №1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.

მოქალაქეები, რომლებიც გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას„თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი

„კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.

გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად,ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც  ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. „თეგეტა გრინ პლანეტს“ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:

„თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. გვიხარია, რომ გარემოსდაცვით აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიით – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – მთელი საქართველო მოგვეცვა. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია – გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა  ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.

სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში „თეგეტაგრინ პლანეტის „ჩაბარების პუნქტში მიიტანენ დაჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/დაზეთებს, „თეგეტა მოტორსისაგან“ მიიღებენ:

  • 25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები)
  • „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა
  • ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება
  • ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის  Varta, Petronas, Bridgestone.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო დასპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

Post navigation

Previous: ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა
Next: ბათუმში ძვირფასეულობის ქურდობის საქმეზე არასრულწლოვანი ამხილეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 30, 2026
3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.