საკონსტიტუციო სასამართლოში გავრცელებულ ცნობებს ადასტურებენ, რომლის მიხედვითად ირკვევა, რომ აშშ-მ სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა. პარტნიორი ქვეყნის მიერ, პროექტი წელს აღარ დაფინანსდება, საკითხზე usaid-ი განმარტებას არ აკეთებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, საზაფხულო სკოლის მიზანია „მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში”. სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” მხარდაჭერით იმართებოდა.