
“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო. N7054-ს ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი.
მგზავრებისთვის უცნობია რა გახდა შეფერხების მიზეზი. მათი თქმით, შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის გამო, მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
“თვითმფრინავმა თითქოს აფრენა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა. ხალხს ახსნის გარეშე მოსთხოვეს ბორტის დატოვება. ახლა ყველა ტერმინალში ველოდებით რეისის შესრულებას,” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.