ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე აცხადებს, რომ ტელევიზიით ნახა მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის ფაქტი, თუმცა მისივე მტკიცებით, არ უნახავს არც პოლიციელების და არც შავნიღბიანი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა.
გიორგი მურვანიძე, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს, ჩვენთან საუბრისას ამტკიცებდა, თითქოს სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაულია. კითხვაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მზია ამაღლობელი საზოგადოებისთვის, მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
ინფორმაციისთვის: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოიტანა.
ცნობისთვის: შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი მურვანიძე აღარ წარადგინოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას და მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე თორნიკე ფაღავას კანდიდატურას განიხილავს.
„გარანტია როგორ იქნებოდა“ — გიორგი მურვანიძე შესაძლო ჩანაცვლებაზე
გარემოება: ბათუმის მერის თაბამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც არჩილ ჩიქოვანს თანამდებობა დაატოვებინეს. გიორგი მურვანიძე კი, 14 მაისს, აღნიშნულ თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილმა წარადგინა.



