2024 წლის II კვარტალში, ბათუმის საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 48.6% (17 წევრი) პასიურია და 20% (7 წევრი) მეტ-ნაკლებად პასიური, რაც სრული შემადგენლობის 68.6%-ია, ამის შესახებ “საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის” კვლევაშია ნათქვამი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის, ბათუმის საკრებულოში წევრთა სრული შემადგენლობის 34.3% იყო პასიური ან მეტ-ნაკლებად პასიური, რაც ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის II კვარტალში პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიურთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.
ამავე კვლევის თანახმად, ბათუმის საკრებულოს პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიური წევრების ხელფასებში და სამივლინებო ხარჯებებში სულ დაიხარჯა 169.770 ლარი, ხოლო, 2024 წლის I კვარტალში, პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიური წევრების ხელფასებში და სამივლინებო ხარჯებებში სულ დაიხარჯა 153.807 ლარი.
ჯამში 2024 წლის I და II კვარტალში, პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიური წევრების ხელფასებში და სამივლინებო ხარჯებებში სულ დაიხარჯა 323.557 ლარი.
ინფორმაციისთვის: “საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის” კვლევა ბათუმის საკრებულოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.
აქვე გაეცანით: ვინ უხელმძღვანელებს ბათუმის საკრებულოს