
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს ერთ კვირაში აირჩევენ.
საჩივრის ვადა ამოიწურა, დარეგისტრირდა 2 კანდიდატი – ტიტე აროშიძე, რომელიც არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატია, ხოლო მეორე ასოციაცია ”ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძეა.
ტიტე აროშიძის კანდიდატურაზე პროტესტი გამოთქვა ბსუ-ის ყოფილმა თანამშრომელმა გოჩა სურგულაძემ, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი პირის დანიშვნას გეგმავს.
ცნობისთვის: კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა 21 იანვარს, 14:00 საათზე, ხოლო ფარული კენჭისყრაც იმავე დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
რექტორის არჩევისთვის აუცილებელია აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. კანდიდატმა რექტორად დანიშვნისთვის უნდა მოიპოვოს მინიმუმ 6 ხმა.
ინფორმაციისთვის: ბსუ-ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ასევე, “ქართული ოცნების” დეპუტატი ტიტე აროშიძე, რუსული კანონისა და ანტიდასავლური კამპანიის მხარდამჭერები არიან.