Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ბათუმის ხელოვნური კუნძულის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დაახარვეზდა

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
kundzuli_AJARATIMES.GE

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” მიმართვა და შესწავლის შედეგად ბათუმის ხელოვნური კუნძულის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დაახარვეზდა, ამის შესახებ “აჭარა თაიმსს” ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბიოლოგიის დოქტორმა და იქთიოლოგმა, არჩილ გუჩმანიძემ განუცხადა.

დოკუმენტში კერძოდ აღნიშნულია, რომ დაზუსტებას საჭიროებს მოხდება თუ არა პლაჟწარმომქმნელი პროცესების დარღვევა კუნძულის მშენებლობის შემდგომ, შეიცვლება თუ არა სანაპირო ზოლის მორფოდინამიკა – რომელიც ზეგავლენას იქონიებს სხვა ტერიტორიების პლაჟების წარეცხვაზე. ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ტერიტორიის მორფოდინამიკაზე დასკვნა ზოგადი სახისაა.

გარდა ამისა, სააგენტო წერს, რომ სათანადო დასაბუთებას საჭიროებს უსახელო ხევის მდ. ბარცხანაში გადაგდების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების კაპიტალობის კლასის და წყლის საანგარიშო ხარჯის სიდიდეც. საჭიროა კუნძულთან მიმართებაში წყალდიდობისა და წყალმოვარდნების რისკების მართვის ანგარიშების დამუშავება – შესაძლო რისკების გაანალიზება.

რა წერია დოკუმენტში, მოკლედ: 

  • დაზუსტებას საჭიროებს კუნძულის ფორმირებისთვის საჭირო კლდოვანი მასალის მოცულობები და მისი ტრანსპორტირების, ასევე ლიცენზირებული კარიერებიდან ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირებისა და ზემოქმედების საკითხები;
  • ვინაიდან, ხელოვნური ნახევარკუნძულის და კუნძულის საძირკველი შესწავლილია მხოლოდ 35 მ სიღრმემდე, მიზანშეწონილია სულ მცირე, ფონდური (მაგ. სხვა, მათ შორის შესაძლებელია ნავთობის ძიების და/ან გეოფიზიკური) მასალის გამოყენებით დადგინდეს უფრო ღრმად განლაგებული გრუნტების შესახებ ინფორმაცია;
  • პროექტის მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, დასაზუსტებელია მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის და შესაბამისი ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების საკითხი, ასევე განთავსების ტერიტორია და პირობები, გზშ-ის ანგარიშში
    მოცემული უნდა იყოს კონკრეტული გეგმა დაბინძურებული/დაუბინძურებელი ფსკერული ნალექების მართვასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ გეგმაში ასევე უნდა აისახოს ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება დაბინძურებული ფსკერული მასალის ამოღება წყლიდან, ისე რომ არ მოხდეს სანაპირო ზონის ზღვის წყლის დაბინძურება;
  • გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ კვლევებში არ არის დადასტურებული წითელ ნუსხაში შეტანილი მექვიშია ღორჯოს (Neogobius fluviaƟlis Pallas, 1814, ბიოკონსერვაციული სტატუსით VU) არსებობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ საკვლევ ტერიტორიაზე არ ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ზურმუხტის სახეობები, აღნიშნული მიეთითოს და დადასტურდეს სათანადო სპეციალისტების მიერ;
  • სათანადოდ უნდა შეფასდეს ხელოვნური კუნძულის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების დიფუზიური გაფრქვევები;
  • . საჭიროა წარმოდგენილ იქნას პროექტის მშენებლობის დროებით ან ხანგრძლივი ვადით შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათ შორის ტერიტორიის სარემედიაციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გზშ-ის ანგარიშში განხილულია კუნძულის შემადგენელი მოლების ზემოქმედება ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, თუმცა აღნიშნული ზემოქმედების დამადასტურებელი კვლევები, მათ შორის კომპეტენტური საზღვაო ინსტიტუტის (ლაბორატორიის) დასკვნა არ არის მითითებული;
  • აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს საჯარო განხილვაზე დასმული საკითხებისა და სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ცხრილის სახით;

გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი) ვრცლად.

სააგენტომ ხელოვნური კუნძულის მშენებელ კომპანიას დამაზუსტებელი ინფორმაციის წარდგენისთვის ორ თვიანი ვადა მისცა, მანამდე კი სანებართვო დოკუმენტიციის გაცემის პროცესი შეჩერებულია.

ინფორმაციისთვის: ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

საეჭვო კუნძული – პოლიტიკური შეფასებები

 

Post navigation

Previous: კაცმა, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს საპატიმრო 2 დღეში დატოვა – საქმეში ჩინოვნიკები ფიგურირებენ
Next: მაღალმთიან აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს – გზდ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

admin Posted on 22 საათის ago
sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 1 კვირის ago
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სხეულის გადაციება სახელდება

admin Posted on 2 კვირის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.