
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე მისვლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მას სხვადასხვა სახის ტრავმვა აქვს მიღებული.
ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს კიდევ ერთი ავარია გორგილაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ასევე, ერთი ადამიანი დაშავდა.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!