Colliers Georgia ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში 1 203 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. კვლევის თანახმად, ზღვისპირეთში გაყიდვები 33%-ითაა შემცირებული. ამავე ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
„2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – წერია კვლევაში.