AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
ერთ-ერთი, პირველადი ვერსიით კაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზეა საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.