ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს “მარიხუანა” და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” აღნიშნავენ შსს-ში.