AJARTIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში დაიღუპა არასრულწლოვანი, რომელიც მშენებლობიდან ჩამოვარდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 17 წლის ბიჭი ახლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულოდან გადმოვარდა.
შსს განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მომდინარეობს.