ბათუმში დალუქეს ობიექტი, რომლის მეპატრონეს კანაფის პროდუქციის რეალიზაციაში ადანაშაულებენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ბაღაზია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზეა. “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ კანაფის პროდუქციის რეალიზაციას რუსეთის მოქალაქე ახდენდა. მერაბ ღოღობერიძემ პოლიცია 25 თებერვალს გამოიძახა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ობიექტის მეპატრონე რეკლამირებას სოციალური ქსელების მეშვეობით, რუსულ ენაზე ახდენდა. ვიდეოების თანახმად, მომხმარებლებს CBD-ის სახეობის პროდუქციას სთავაზობდნენ.



