12 აგვისტოს, ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკეიტ-პარკში, „პამფ ტრეკზე“ ველოშეჯიბრი გაიმართა. ღონისძიება აჭარის ველოსპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარდა და მოყვარულ ველომრბოლელებს შორის შედგა.
ტურნირში მონაწილეობდნენ როგორც მოზარდები, ისე ზრდასრულები, რომლებიც სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე სისწრაფესა და ტექნიკურ უნარებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ველოსპორტის განვითარებას რეგიონში.
შეჯიბრი აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ველოსპორტის სიყვარულისა და სპორტული აქტივობების წახალისებას.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



