Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უნებართვოდ არემონტებენ

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
profkavshirebi_AJARATIMES.GE

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას უნებართვოდ არემონტებენ. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის N13-ში, თითქმის სამივე სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტის ამსახველი ფოტოები “აჭარა თაიმსმა” 14 ნოემბერს გადაიღო.

შენობაში კერძო კომპანიებს საოფისე ფართობები აქვთ ნაქირავები. ადგილზე კარების, იატაკისა და კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული შენობა ამ ეტაპზე, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებას ეკუთვნის.

კომენტარისთვის ჩვენ პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციას დავუკავშირდით, გვაინტერესებდა ვისთან იყო შეთანხმებული სამუშაოები. ლევან გურგენიძემ არ იცოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაცია ნებართვას თუ საჭიროებდა.

“შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, კოსმეტიკური. თუ დანაშაულია მივალთ სააგენტოში და დაველაპარაკებით, პასუხს ვაგებთ თუ საჭიროა. კარის გამოცვლა მე ვფიქრობ დანაშაული არაა, მზიდი კედლები არ ფუჭდება. განახლება ხდება მხოლოდ,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ლევან გურგენიძემ.

კანონდარღვევის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩვენგან შეიტყო, სადაც გვითხრეს, რომ მონიტორინგის ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა და ფაქტს სწავლობენ.

“სამართალწარმოება უკვე დაწყებულია, რომლის შემდგომაც გაირკვევა თუ რა სახის რეაგირება გატარდება,” – განაცხადეს სააგენტოში.

ცნობისთვის: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ვოლფენზონის სახლი XIX სს-ის ბოლოსაა აგებული. შენობის ფასადები შეულესავი აგურისაა. კედლის სიბრტყე ფასადების კიდურა ნაწილებში და შესასვლელთან რიზალიტითაა დანაწევრებული. ამავე მონაკვეთში განთავსებულია ლითონის აჟურულმოაჯირიანი და შეკიდული აივნები. ღიობები სხვადასხვა სიგანისაა  თუმცა ფორმით ყველა  ბრტყელთაღოვანი ან თაღოვანია. მათი საპირეები კრონშტეინებსა და მრგვალი პილასტრების შვერილ კაპიტელებს ემყარება.

აგურის ფასადზე წნულორნამენტიანი ქვის მოჩარჩოებული დიდი ფილები და აგურის ამოზიდული წყობით შესრულებული ტეხილხაზოვანი დეკორატიული ჩანართებია განაწილებული.შენობის კუთხეს ასრულებს მცირე ზომის ტეხილკარნიზიანი მანსარდის სათავსი. ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი ლითონის ჭიშკრით მ.აბაშიძის ქუჩისკენაა განთავსებული. ნაგებობა სოლიდური  მასშტაბისაა და კარგად აყალიბებს ქალაქის ამ მონაკვეთის გეგმარებით სტრუქტურას, აქვს გამოკვეთილი მხატვრული სახე და ახასიათებს სამშენებლო ოსტატობის მაღალი დონე.

აქვე დაგაინტერესებთ: კურსელი მოადგილედ – საკადრო ცვლილებები აჭარის კულტურული მემდვიდრეობის დაცვის სააგენტოში

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა – ადმინისტრაციამ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

სულხან მესხიძე Posted on 10 საათის ago 0
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 17 საათის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტის გაფართოებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მარტში გახდეს ცნობილი

admin Posted on 1 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 7 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 10 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 12 საათის ago 0
შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი

Posted on 13 საათის ago 0
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 17 საათის ago 0
ბათუმის აეროპორტის გაფართოებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მარტში გახდეს ცნობილი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტის გაფართოებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მარტში გახდეს ცნობილი

Posted on 1 დღის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 7 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 10 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 12 საათის ago 0
შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი policia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი

Posted on 13 საათის ago 0
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 17 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.