შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსებს აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
“ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.,” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.