![dzarcva_AJARATIMES.GE](https://ajaratimes.ge/wp-content/uploads/2025/01/dzarcva_AJARATIMES.GE_-1024x576.jpg)
ბათუმში, სასმელების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა ლუკა ასათიანისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ძვირადღირებული სასმელების დიდი რაოდენობა. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.
მძარცველები ობიექტში მინების ჩამტვრევის შედეგად შევიდნენ. მფლობელის თქმით, ის რისი წაღებაც ვერ შეძლეს იატაკზეა დაყრილი. დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, მათგან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა აქვე განახლდება.