Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსმა“ მოიპოვა ბათუმის მერიის ოფიციალური წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ფიროსმანის ქუჩა N1ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მისი ცალკეული ზონები ავარიული და საფრთხის შემცველია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საინჟინრო დასკვნის საფუძველზე, სავალდებულოა გადაუდებელი სამუშაოები:

  • პირველ სართულზე დაზიანებული სვეტების გაძლიერება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის;
  • შენობა მთლიანობაში გამაგრება-გაძლიერებას ექვემდებარება. სამუშაოების დასრულებამდე აუცილებელია მზიდი კონსტრუქციებისა და თაბაშირის მარკების ყოველდღიური ვიზუალური მონიტორინგი;
  • მდგომარეობის გაუარესების, ახალი ბზარების გაჩენის ან დეფორმაციის გაზრდის შემთხვევაში, დღის წესრიგში მაცხოვრებლების ევაკუაცია დადგება;
  • შენობის ექსპლუატაცია ამ ეტაპზე დაშვეულია მხოლოდ გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოებისა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელების პირობით;

როგორც „აჭარა თაიმსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს განახორციელოს შესაბამისი გამაგრება-რეაბილიტაციის ღონისძიებები.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამაგრების პროექტის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით სამუშაოების დასრულებამდე.

პროექტის განსახორციელებლად მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისგან (ბმა „თეთრი“) შესაბამისი თანხმობის წარდგენას ელოდება.

„აჭარა თაიმსი“ ესაუბრა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს. მან ჩვენთან დეტალურად საუბარი არ ისურვა, თუმცა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ შენობა გამაგრებას საჭიროებს, რის გამოც ბათუმის მერიას შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.

რამდენიმე დღიანი ლოდინის მიუხედავად, ბათუმის მერიაში „აჭარა თაიმსის“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

შეგახსენებთ, აღნიშნული კორპუსის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ადრეც წერდა. ფიროსმანის ქუჩაზე, ერთი კორპუსის ორ ფლიგელს შორის არსებულ სივრცეში მოწყობილი აივნები დაიბზარა. ნაპრალები იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა შორიდანაც შესაძლებელია. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ორ ფლიგელს შორის არსებულ აივნებზე გაჩენილი ბზარების შესახებ.

ვრცლად ამ თემაზე 👇🏿

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

Post navigation

Previous: საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 11, 2026
gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.