ბათუმში, ქუჩაში, 16 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ამის შესახებ AJARATIMES.GE-ის ფაქტის თვითმხილველი უყვება. გამვლელმა მოზარდი კლინიკა მედცენტრში მიიყვანა, შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, სხვა დეტალების კი ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურია.