AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
“აჭარა თაიმსს” ოჯახის ახლობლები უყვებიან, რომ 33 წლის პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. პაციენტი სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ პაციენტის ისტორიას ხვალ განიხილავენ, რის შემდეგაც გაკეთდება განმარტება.