კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, 12 იანვარს ბათუმში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება. ბუნებრივი გაზის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 2 587 აბონენტს შეუწყდება.
კომპანიის განმარტებით, გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს.
„სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება 12 იანვარს 18:00 საათიდან და სრულად დღის ბოლომდე დასრულდება.



