Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

admin Posted on 2 წელი ago
saqstati_ajaratimes.ge

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის კვლევაში აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მკვლევრების ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

“2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2 პროცენტი.

2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 269.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით მეტი). 2024 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.0 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება,” – წერია საქსტატის კვლევაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: წინასაარჩევნოდ პრემიერმა მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოაწერა
Next: შსს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 8 საათის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

admin Posted on 1 დღის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 1 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 4 საათის ago 0
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Posted on 8 საათის ago 0
კ.კ. „ბათუმმა“ სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

კ.კ. „ბათუმმა“ სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი მოიგო

Posted on 9 საათის ago 0
უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 1 დღის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 4 საათის ago 0
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Posted on 8 საათის ago 0
კ.კ. „ბათუმმა“ სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

კ.კ. „ბათუმმა“ სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი მოიგო

Posted on 9 საათის ago 0
უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 1 დღის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.