Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2025
ertpartiuli parlamenti_AJARATIMES.GE

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა, პლენარულ სხდომაზე პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონპროექტი, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ იყო ინიცირებული, 31 მარტს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი ბერკეტის მინიჭებას, რათა მან პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციური საქმიანობის ეფექტიანად შეჩერება შეძლოს.

დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს ემატება ახალი — 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი ან პერსონალური შემადგენლობა „არსებითად იმეორებს“ სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის მახასიათებლებს.

კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს უფლება ექნება არ დაუშვას იმ პირებისა და ჯგუფების მიერ ახალი პარტიების დაფუძნება, რომლებიც რეალურად ადრე აკრძალულ პარტიებთან იდენტური მიზნებით მოქმედებენ და ცდილობენ არაკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელებას. როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, ცვლილება ამოქმედდება მისი ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან „ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.“

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის წარდგენამდე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წარადგენდნენ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარებას.

Post navigation

Previous: “აჭარა თაიმსითვის” ცნობილი ხდება ვინ განიხილება ბათუმის მერობის კანდიდატად
Next: ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 19, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043 3
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.