Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: „ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას“

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025
ivanishvili

ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ არჩევნები „კატასტროფულად წააგო“ და პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობს. ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მყარად დგას და საზოგადოება ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა:

„ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს – მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. ცდილობენ, როგორმე გაგვასულელონ და გაგვაგიჟონ, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობა, არჩევნების შედეგების შემდეგ ქუჩაში შექმნას დაძაბულობა, განწირულია წარუმატებლობისთვის:

„მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ახლა ცდილობენ, ქუჩიდან რამე გააკეთონ. როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება ქვეყნის სტაბილურობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ.

ინფორმაციისთვის: საქართველოში არჩევნები გაიმართა პოლიტიკური რეპრესიებისა და ავტორიტეტული დამკვირვებლების გარეშე. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, დაპატიმრებული არიან.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ეს არჩევნები პირველი იყო, რომელსაც „21 საინფორმაციო რეგიონული მაუწყებლიდან 17 შეხვდა ისე, რომ ვეღარ აწარმოებდა ყოველდღიურ ახალ ამბებს“. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ვითარება მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვაზე მიუთითებდა.

ასევე, ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნებს „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ აკვირდებოდნენ, რაც ექსპერტების შეფასებით, სერიოზულ ეჭვს აჩენდა პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობაზე.

Post navigation

Previous: თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც
Next: შსს: აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.