Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც მეუღლე შუახევში გენდერის ნიშნით მოკლა

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
prokuratura_ajaratimes.ge

გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა იტყობინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: დღეს, სასტიკად მოკლული ქალის ახლობლებმა აქცია გამართეს და ბრალდებულის მკაცრად დასჯა მოითხოვეს. მათი თქმით, სასამართლოს ენდობიან, თუმცა ამის მიუხედავად ითხოვენ, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ცნობისთვის: მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თავად ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მან ცოლის მოკვლის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.

 

Post navigation

Previous: თსუ-ს კალათბურთელებმა საქართველოს თასი მოიპოვეს
Next: ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 14 საათის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago
teatri_ajaratimes.ge
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 6 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 13 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 14 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

Posted on 2 დღის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 6 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 13 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 14 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.