
“იუსტიციის სამინისტრო ურცხვად იტყუებოდა, რომ ფიზიკური პირების პერაონალურ ინფორმაციას არ ემუქრება საფრთხე,” – ამის შესახებ დეა ერემაშვილი აცხადებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
“1 წელზე მეტია რუსულ კანონს ვებრძვი იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის შეურაცხყოფის პირდაპირ პროპორციული მგონია. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ ამ პროცესებს და მთავრობასთან ჭიდილს არჩიეს დამორჩილება. მათ შორის არის “კოალიცია დამოუკოდებელი ცხოვრებისათვის” რომლიდანაც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წელს ვიღებდი კუთნილ ანაზღაურებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ურცხვად იტყუებოდა, რომ ფიზიკური პირების პერაონალურ ინფორმაციას არ ემუქრება საფრთხე. ასევე, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ურცხვად იტყუებოდა სხვა წევრებთან ერთად რომ შშმ პირებს არ გვეხება რუსული კანონი და ვიღაც გვატყუებს. აღმოვაჩინე, რომ აგენტების რეესტრში ასახულია ჩემი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რომლის დაცულობის ვალდებულება საჯარო რეესტრს ჰქონდა. მინიმუმ უნდა დაეშტრიხხათ… დღესვე მოვახდინე საკითხზე რეაგირება და ვთვლი რომ დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 5 და 6 მუხლები,” – აცხადებს დეა ერემაშვილი.