მოჭიდავე გოჩა შაინიძე Ecplipse საერთაშორისო ქამრის მფლობელი გახდა. მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის, ქართველი მებრძოლი გამოცდილ ბრაზილიელ მებრძოლს, ედსონ დოსანჯოსს დაუპირისპირდა.
ბრძოლა 61,2კგ წონით კატეგორიაში გაიმართა. ბროლა ძალიან დაძაბული გამოდგა. ის 25 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა, მსაჯების გადაწყვეტილებით, 50- 45, ბრძოლის გამარჯვებული და ქამრის მფლობელი გოჩა შაინიძე გახდა.
Ecplipse საერთაშორისო ქამრისთვის ბროლა 28 სექტემბერს გაიმართა. გოჩა შაინიძე ასევე არის არის GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, Ecplipse-ის ქამრის მოგების შემდეგ, ბათუმელ მებრძოლს შესაძლებლობა აქვს UFC-ის ან bellator-ის მებრძოლი გახდეს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე