AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს ქალი, რომელზეც ქმარმა ფიზიკურად იძალადა.
ქალს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, მას ქმარმა მუცლის არეში ურტყა. ქალს რვა თვის შვილი ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობა გამოძიება.