AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, დაიღუპა ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა ჰქონდა ჩატარებული. პაციენტი კლინიკა ბაუს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, რომ პაციენტი, ბაუში უკვე მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა, სადაც ”აჭარა თაიმსს” კომენტარზე უარი განუცხადეს.
სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.