„დინამო ბათუმი“ საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის, თასის 1/8 ფინალშია. ბათუმურმა კლუბმა 1/16 ფინალში „გაგრა 2“ დამაჯერებლად, ანგარიშით 0:5 დაამარცხა.
გოლების ავტორები:
- ლუკა ქაფიანიძე — მე-6 წუთი;
- უერდი მარა — 29-ე წუთი;
- ლუკა წულუკიძე — 42-ე წუთი;
- დმიტრი მანდრიჩენკო — 66-ე წუთი;
- ნიკა დუმბაძე — 72-ე წუთი;
მომდევნო ეტაპზე „დინამო ბათუმი“ შეხვდება „თბილისი 2025“-სა და „სიონს“ შორის გამარჯვებულს. ბათუმელები თასზე მორიგი წარმატებისთვის იბრძვიან და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



