Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-ads.png
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში

admin Posted on 5 თვის ago
arrangement-healthy-food-being-washed_23-2149022035

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. თუმცა, რეალური რიცხვები გაცილებით მეტია. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ეფუძნება “მინდვრიდან სუფრამდე” პრინციპს, რომელშიც თითოეულ რგოლს, დაწყებული მწარმოებლიდან და დამთავრებული მომხმარებლით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ავლენს მწარმოებლების დარღვევებს და საჭიროების შემთხვევაში, აჩერებს მათ საქმიანობას.

ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების განვითარებასა და შესაბამისი რეფორმების გატარებას. აღნიშნული სტანდარტები დანერგილია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ეფუძნება სურსათის უვნებლობის უნივერსალურ პრინციპებს. მათი დანერგვა ეხმარება ჩვენს ქვეყანას, არა მხოლოდ უზრუნველყოს უვნებელი სურსათის წარმოება, არამედ აწარმოოს საექსპორტო პროდუქტი ევროკავშირის 27 ქვეყნის 500 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის.

სხვადასხვა მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტების, აგრო-სასურსათო ლაბორატორიების, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამასთან, მხარს უჭერს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მწარმოებლის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში

საქართველოში სურსათის უვნებლობის კონტროლზე მთავარი პასუხისმგებელი სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომელიც აკონტროლებს მეწარმეებსა და სურსათს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, გამოვლენილი დარღვევებისა და საფრთხეების შესახებ საზოგადოებისთვის შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.

ყველა ბიზნესოპერატორს, მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, აქვს სპეციფიკური მოთხოვნები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისთვის, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი იყოს უვნებელი. ზოგადი ვალდებულებები მოიცავს ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვას ყველა ეტაპზე: წარმოება, გადამუშავება და მიწოდება. სურსათის წარმოების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს HACCP-ის პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს საფრთხის ანალიზსა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას. ამასთან, არსებობს მოთხოვნები იმ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებითაც, რომლის გამოყენებაც ნებადართულია წარმოებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ამოწმებს პროაქტიულად, საკუთარი გეგმის ფარგლებში, გამოვლენილ საფრთხეებზე დაყრდნობით, ასევე რეაქტიულად –მომხმარებლის ან ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ბიზნესოპერატორს აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაცი(ებ)ს აძლევს. თუ გამოვლენილი დარღვევა დათქმულ ვადაში არ გამოსწორდება, შესაძლებელია ვადის კიდევ გაგრძელება, თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დააჯარიმოს მეწარმე. თუკი საქმე გვაქვს ისეთ დარღვევასთან, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე, სააგენტოს ამის უფლებამოსილებაც აქვს, რაც პარალელურად დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.

სააგენტოს კონტროლის შედეგები ქვეყნდება ვებსაიტზე https://nfa.gov.ge/Ge/StateControl . აქ შესაძლებელია გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საწარმოს ან პროდუქტის შემოწმების შედეგებს.

მოქალაქეების როლი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ეფუძნება “მინდვრიდან სუფრამდე” პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა იწყება მეწარმიდან და მთავრდება თავად მომხმარებლით. სურსათი, რომელიც თავდაპირველად უვნებელია, შეიძლება საფრთხისშემცველი გახდეს გადამუშავების, გადაზიდვის, გაყიდვის ან არასწორად შენახვისა და მომზადების პროცესში. მომხმარებლის პასუხისმგებლობა მოიცავს პროდუქტის რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტში შეძენას, ეტიკეტზე ვადების შემოწმებას, მალფუჭებადი პროდუქტის მაცივარში შესაბამის ტემპერატურაზე შენახვას და სხვ. ბუნებრივია, როგორც მწარმოებელმა, ისე მომხმარებელმაც უნდა დაიცვას ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები.

მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზიარებაც. 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა იმისთვის, რომ დაედგინა რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის შესახებ. მოქალაქეებს ჰკითხეს, მოუხდენიათ თუ არა რაიმე რეაგირება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელზეც უმეტესობამ უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა, იმ გამოკითხულთა ნახევარმა ვისაც მოუხდენია რეაგირება, აღნიშნა, რომ დადებით შედეგს მიაღწიეს. ამ რეაგირებების 99% ბიზნესოპერატორთან პრეტენზიის დაფიქსირებით გამოიხატა უშუალოდ მაღაზიაში ან კვების ობიექტში და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, უშუალოდ კომუნიკაციის შედეგად ბიზნესოპერატორსა და მომხმარებელს შორის პრობლემა მოგვარდა. აღნიშნული არის დასტური იმისა, რომ მომხმარებლის აქტიურობას სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში დიდი როლი აქვს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი – 15 01, რომელზე დარეკვაც კონფიდენციალურია და ნებისმიერ მოქალაქეს სურსათის უვნებლობის კუთხით დარღვევის აღმოჩენისას შეუძლია დაკავშირება. სააგენტო ვალდებულია ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება ასეთ მიმართვებზე და შედეგის შესახებ აცნობოს მომხმარებელს.

ევროკავშირის მხარდაჭერის როლი სურსათის უვნებლობის სფეროში

 2008 წელს საქართველოში ევროკომისიის სპეციალური მისიის სტუმრობის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების გატარება ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრა. შესაბამისად, ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სფეროში საჭირო რეფორმებზე ზრუნვა: შემუშავდა სტრატეგია, ქვეყანამ მიიღო ჩარჩო კანონი, რასაც მოჰყვა კიდეც ასოცირების შეთანხმების დადება.

ასოცირების შეთანხმებით გაიწერა ევროკავშირთან დაახლოების გრძელვადიანი ამბიციური გეგმა, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ითვალისწინებს ყოველწლიურად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან. 2024 წლის 10 ივნისის მონაცემებით, ჩვენი კანონმდებლობა 200-დან 134 აქტთან იყო დაახლოებული, თუმცა ყველა ეს ნორმატიული აქტი ჯერ არ ამოქმედებულა – აღნიშნულს სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა პროცესი დაწყებულია.

ზემოაღნიშნულ რეფორმებს ქვეყანაში მოჰყვა ინსტიტუციური განვითარება, უპირველესად, სურსათის ეროვნული სააგენტოსი, დაწყებული ინფრასტრუქტურის გამართვით, დამთავრებული სწავლებებით, ევროპული გამოცდილების გაზიარებით, რაც აუცილებელია ახალი მოთხოვნების შესასრულებლად. ეს მხარდაჭერა დღემდე გრძელდება.

აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებსა და იქ მოქმედ ორგანიზაციებს. საუბარია ათეულობით მილიონ ევროზე, საიდანაც სოლიდური ნაწილი მიმართულია სისტემურ დონეზე, სახელმწიფო უწყებების დასახმარებლად, შედარებით მცირე კი მეწარმეებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც სურსათის უვნებლობის სფეროში მუშაობენ.

სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!

სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501

 წყაროები:

  • ბუკლეტი “საქართველოს ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობა”, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, 2024.
  • საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ქცევის შესწავლა სურსათის უვნებლობასთან და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით (რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ანგარიშები), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, 2023.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი “სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!

Continue Reading

Previous: “აჭარა თაიმსის” მასალის გამო, საზღვაო აკადემიის რექტორმა 2 თანამშრომელი გაათავისუფლა
Next: წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ჩინოვნიკებს არ აუნთიათ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES!

admin Posted on 1 დღის ago
batumi
  • რეკლამა

ბათუმში ექსპრეს ლომბარდის 2 ფილიალს შეხვდები – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?

admin Posted on 1 კვირის ago
saorsa_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი

admin Posted on 1 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

Posted on 6 საათის ago
ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 6 საათის ago
რ/კ ბათუმი რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია _AJARATIMES.GE

რ/კ ბათუმი რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია

Posted on 22 საათის ago
ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES! _AJARATIMES.GE

ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES!

Posted on 1 დღის ago
ძველ ბათუმში ხარაჩოები ჩამოინგრა – ცოლ-ქმარს დაეცა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE

ძველ ბათუმში ხარაჩოები ჩამოინგრა – ცოლ-ქმარს დაეცა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

Posted on 2 დღის ago
ძლიერი ქარის გამო სტამბოლი – ბათუმის რეისს ბათუმის აეროპორტში დაჯდომა უჭირს — თვითმფრინავი ცაში მანევრირებს _AJARATIMES.GE

ძლიერი ქარის გამო სტამბოლი – ბათუმის რეისს ბათუმის აეროპორტში დაჯდომა უჭირს — თვითმფრინავი ცაში მანევრირებს

Posted on 2 დღის ago
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

Posted on 6 საათის ago
ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2

ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 6 საათის ago
რ/კ ბათუმი რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია _AJARATIMES.GE 3

რ/კ ბათუმი რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია

Posted on 22 საათის ago
ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES! _AJARATIMES.GE 4

ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES!

Posted on 1 დღის ago
ძველ ბათუმში ხარაჩოები ჩამოინგრა – ცოლ-ქმარს დაეცა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 5

ძველ ბათუმში ხარაჩოები ჩამოინგრა – ცოლ-ქმარს დაეცა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მაისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.