Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ვინ უხელმძღვანელებს ბათუმის საკრებულოს

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
batumis meria_AJARATIMES.GE

მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს თავჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატად დასახელდა წარმომადგენლობით ორგანოში ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური გახდა. ამ ეტაპზე უცნობია ვინ ჩაანაცვლებს რამაზ ჯინჭარაძეს.

საკრებულოს თავჯდომარის პოზიციის გათავისუფლების შემთხვევაში რას ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №1 2022 წლის 17 ივნისის დადგენილება:

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უხუცესი მოადგილე.

თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიების თავმჯდომარეთაგან უხუცესი თავმჯდომარე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

“მოდი დაველოდოთ მოვლენებს,” – ასე უპასუხა “აჭარა თაიმსს” ირაკლი თავდგირიძემ, რომელსაც ვკითხეთ თუ როდის შეუდგება მოვალეობის შესრულებას. რა სტატუსით იქნება ბათუმის საკრებულოს თავჯდომარედ ირაკლი თავდგირიძე – ისევ დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას თუ “ქართულ ოცნებას” შეუერთდება? თავდგირიძემ კითხვაზე არ გვიპასუხა.

როგორი იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება – ენდობა თუ არა ირაკლი თავდგირიძეს მისი პოლიტიკური ბეგრაუნდის გათვალისწინებით და ჩააბარებს თუ არა მას საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს? მალე გაირკვევა. თუმცა საჯარო ცნობების თანახმად, თავდგირიძე ყველა იმ ღონისძიებას ესწრება, რომელიც მმართველი გუნდის მიერაა ორგანიზებული.

ირაკლი თავდგირიძე “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად. ფოტო გადაღებულია 24 აგვისტოს.

ცნობისთვის: ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს ჰყავს კიდევ ორი მოადგილე: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

ინფორმაციისთვის: ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის მანდატით მოხვდა, თუმცა მან მოგვიანებით, “საქართველოსთვის” დატოვა. მაშინ თავდგირიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

“ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს! არა ბოროტებას! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!” – დაწერა თავდგირიძემ. 

“გასაყიდი უნდა გაიყიდოს” – ასე გამოეხმაურა ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებას გახარიას პარტია.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“„თელავთან“ ანგარიშით 2-1 დამარცხდა
Next: პატიმარს სცემეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი – ოჯახი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

admin Posted on 3 თვის ago
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin Posted on 4 თვის ago
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin Posted on 4 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 4 წამი ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 7 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 7 საათის ago
„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება

Posted on 9 საათის ago
ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს

Posted on 1 დღის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 4 წამი ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 7 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 7 საათის ago
„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება fexburti_AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება

Posted on 9 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.