Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-ads.png
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

admin Posted on 4 თვის ago
IMG_4546

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის “როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების ოპერატორებზე დიდი მოთხვონაა და გვიხარია, რომ ამ პროფესიის შესწავლასა თუ ცოდნის ამაღლებაში მათ „თეგეტა აკადემია“ დაეხმარება. პროგრამებსგაუძღვებიან „თეგეტა აკადემიის“ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები. გარდა ამისა, იქნებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები/სპეციალისტები/მასწავლებლები. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ამ მზარდ მიმართულებაში პროფესინალი კადრები მოვამზადოთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – ხანგრძლივობა 12 კვირაა. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორი კომპანიის „ტრანსფორდის“ ბაზაზე. 

რაც შეეხება „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას, ის პარტნიორი კომპანიის, „ტრანსფორდის“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში კი მომდევნო ნაკადის მიღებისას შესაძლებელია სხვა კომპანიებთან პარტნიორობაც, რომლებსაც სურთ, თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის მიმართულებით გადაამზადონ. 

პროფესიული მომზადების პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მიმართულების შესწავლას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა დადასტურებული საბაზო განათლება და ასაკი მინიმუმ 18 წელი. რაც შეეხება გადამზადების პროგრამას, შექმნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ დაუდასტურდებათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

„თეგეტა აკადემიამ“ აღნიშნული მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში USAID-ისმხარდაჭერით დაიწყო. აკადემიამ ფოთისა დაბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების 14 პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მოიპოვა.

ორივე ფილიალში მსმენელების პირველი ნაკადი, ჯამში 80 ადამიანი, 2024 წლის ნოემბერში მიიღეს. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ „თეგეტა აკადემიას“. ფოთის ფილიალის თითოეულ პროგრამას 20 მსმენელი დაესწრება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.

საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის პროგრამის შემდეგ ფოთის ფილიალში გამოცხადდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები სპეცტექნიკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები და ფრონტალური დამტვირთველები.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგ ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!

Continue Reading

Previous: ბათუმში, ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
Next: TV25-მა საინფორმაციო გამოშვება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ბათუმში, G17-ის სცენაზე საზაფხულო სეზონი გრანდიოზულად იხსნება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES!

admin Posted on 1 კვირის ago
batumi
  • რეკლამა

ბათუმში ექსპრეს ლომბარდის 2 ფილიალს შეხვდები – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?

admin Posted on 3 კვირის ago
saorsa_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი

admin Posted on 1 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს akaki dzneladze_AJARATIMES.GE

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს

Posted on 40 წუთი ago
“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო fexburti_AJARATIMES.GE

“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო

Posted on 10 საათის ago
ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა _AJARATIMES.GE

ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა

Posted on 21 საათის ago
რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით ruseti_AJARATIMES.GE

რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით

Posted on 24 საათის ago
ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია _AJARATIMES.GE

ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია

Posted on 1 დღის ago
„ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა umaglesi sabcho_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა

Posted on 1 დღის ago
აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს akaki dzneladze_AJARATIMES.GE 1

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს

Posted on 40 წუთი ago
“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო fexburti_AJARATIMES.GE 2

“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო

Posted on 10 საათის ago
ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა _AJARATIMES.GE 3

ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა

Posted on 21 საათის ago
რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით ruseti_AJARATIMES.GE 4

რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით

Posted on 24 საათის ago
ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია _AJARATIMES.GE 5

ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მაისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.