Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს “აღვირახსნილი პროპაგანდაში” ადანაშაულებს, შვილი კი ამავე ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვა

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
irakli garibashvili_ajaratimes.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციულად, სიძულვილის ენით საუბარს აგრძელებს და ცდილობს საზოგადოება ფაქტების გარეშე “მოსალოდნელი საფრთხეების” შესახებ დაარწმუნოს. “ქართული ოცნების” ლიდერის დღის წესრიგში კვლავ რუსული ნარატივია. ის  ლგბტქ თემაზე თანაგუნდელების პროპაგანდისტულ კამპანიას უერთდება.

“მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ირაკლი ღარიბაშვილს ვკითხეთ რას ეყრდნობოდა ის პროპაგანდისტული კამპანია, რასაც “ქართული ოცნება” ააწარმოებს – მან კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად სიძულვილის ენით საუბარი გააგრძელა. ღარიბაშვილმა ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა თუ რატომ ასწავლის შვილს ამერიკაში, მაშინ როდესაც ის ამავე ქვეყანას “აღვირახსნილ პროპაგანდაში” ადანაშაულებს.

„რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთის მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან.

გადახედეთ მთელ მსოფლიოში რა ხდება, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან, ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს. დღეს არის საგანგაშო ვითარება.

ამიტომ, აუცილებელია და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე გუნდში მსჯელობა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში.

გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მოდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ, ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. სწორი დაცვა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
Next: ძველ ბათუმში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას აპროტესტებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 11 საათის ago 0
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 2 პირი დაჭრეს, დაკავებულია ბრალდებული

admin Posted on 2 დღის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

admin Posted on 3 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„კ.კ ბათუმმა“ „ქუთაისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„კ.კ ბათუმმა“ „ქუთაისთან“ მატჩი დათმო

Posted on 3 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

Posted on 11 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ავარია ქობულეთში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ერთი ადამიანი

Posted on 1 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago 0
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დარღვევები დაადგინა – საქართველოს 26 მოქალაქეს კომპენსაცია ერგება gavrilovis game_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დარღვევები დაადგინა – საქართველოს 26 მოქალაქეს კომპენსაცია ერგება

Posted on 2 დღის ago 0
„კ.კ ბათუმმა“ „ქუთაისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„კ.კ ბათუმმა“ „ქუთაისთან“ მატჩი დათმო

Posted on 3 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

Posted on 11 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ავარია ქობულეთში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ერთი ადამიანი

Posted on 1 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.