Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ის საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო, შშმ პირთათვის კეთილდღეობას უნდა მოიცავდეს – პრეზიდენტი

admin Posted on 2 წელი ago
prezidenti_ajaratimes.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ღონისძიებაზე ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა მიმოზა ცანავა – პოეტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციის, „დეას“ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის, „ყავარჯნის“ დამფუძნებელი.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს. როდესაც რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია, თბილისში იმ დღიდან ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს,  ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ. როცა ვლაპარაკობთ და ხელს ვაწერთ ამ განცხადებას – ჩვენი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას, ეს სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. ეს არაა რაღაც პოლიტიკური განაცხადი, ესაა განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში დღეს, და არა ოდესღაც, ყველასთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახდეს იგივე უფლებები. იგივე უფლებები სახლიდან გამოსვლის. და აღარ იყოს ის, რომ საქართველოში თქვენ ნაწილობრივ არ ჩანხართ, რადგან გამოსვლა, გადაადგილება რთულია, პროფესიული განვითარება რთულია, დასაქმება რთულია, ცოდნის მიღება რთულია, სარგებლობა, მაგალითად, „ერასმუსით“, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს ევროპაში სწავლა-განათლების საშუალებას აძლევს, თქვენთვის ესეც მეტად რთულია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტი, საერთო განაცხადია – საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ უფლებების უნდა მოიცავდეს. ამას ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს არ არის მხოლოდ ვიღაცის პროტესტი ან განაცხადი, ეს უნდა იყოს მთელი საზოგადეობის განაცხადი და მე მინდა, რომ ამ განაცხადს შევუერთდე. ასევე მოხარული ვარ, რომ ეს დღე, ქალბატონო მიმოზა, თქვენი და თქვენი შემოქმედების წარდგენა იქნება. თქვენი მაგალითი სწორედ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა აჯობოს ბედს, დაამარცხოს ის, რაც მოცემულობაა და ამით თვითონ მონახოს თავისი სრულყოფილი ადამიანობა. ეს ის მაგალითია, რისი დაჯილდოებაც ჩვენ დღეს გვინდა – არა როგორც მხოლოდ პოეტის, არამედ როგორც მხნეობისა და ნამდვილად ბედზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვების მაგალითის. ამის შემდეგ სიტყვა „შეზღუდულის“ თქმა აღარ შეიძლება, ეს არის სრული შესაძლებლობები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, სიმონ პეტრიდისმა ასევე სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„დღეს აღინიშნება შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყოველწლიურად ამ დღეს გააჩნია თავისი თემა, წელს ეს თემა გახლავთ – ერთად ვიმოქმედოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. მდგრადი განვითარების მიზნები თავის თავში მოიცავს იმას, რომ არავინ უნდა დარჩეს იმ სიკეთეების მიღმა, რაც ამ მიზნების მიღწევით შეიძლება და სწორედ მდგრადი განვითარების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შშმ პირების ჩართულობით და სრული მონაწილეობით ამ მიზნების მიღწევაში. მართალია, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, იმავე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, მაგრამ ბარიერები კვლავ რჩება და ამ ბარიერებზე საუბრისას, მინდა, ვისაუბრო ქალბატონ მიმოზაზე, რომელიც მართლაც არის მაგალითი ამ ბარიერების დაძლევის. მოგეხსენებათ, სიტყვას აქვს დიდი ძალა და მე მისი შემოქმედებიდან დამამახსოვრდა ორი სიტყვა – ბედთან მორკინალი. სწორედ იმის შემდეგ ვირწმუნე და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწყო ჭიდილი ბედთან“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

მიმოზა ცანავამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობები კი არ გვაქვს, შეზღუდულია გარემო ჩვენთვის. როდესაც ამდენ რამეს გააკეთებ, როდესაც ეცემი და შენ მაინც მედგრად დგახარ ფეხზე, ეს ხომ გამარჯვებაა საკუთარ ბედზე. ჩვენ არაფრით არ განვსხვავდებით ჯანმრთელი ადამიანებისგან, უბრალოდ, მეტი ტკივილის ტვირთი აგვკიდა ბუნებამ და ამ ტკივილის ტვირთის ზიდვაში თქვენ, ჯანმრთელები უნდა შეგვეხიდოთ“, – აღნიშნა მიმოზა ცანავამ.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
Next: ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

admin Posted on 16 საათის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 19 საათის ago 0
umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა

admin Posted on 3 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 16 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 19 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა

Posted on 3 დღის ago 0
უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 16 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 19 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.