იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 40 წლის კაცმა მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
ბრალდებული მაღაზიის მენეჯერმა შეაჩერა და პოლიციას შეატყობინა. კაცს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესის გამართვამდე ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იქნება.