Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხულო

იტალიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2024
_AJARATIMES.GE

აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში იტალიელი ჟურნალისტები იმყოფებიან.

აჭარის შესახებ საგანმანათლებლო, დოკუმენტური შინაარსის სიუჟეტს ცნობილი იტალიური იუთუბ არხის ნოვა ლექტიოს ჟურნალისტი ამზადებს.

იტალიურ მედიას ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაშუქებაში ტურის მენეჯერი ანა აბუაშვილი და ჟურნალისტი/მედია კოლაბორატორი მარიამ პაკაცოშვილი ეხმარებიან.

,,რამდენიმე დღეა აჭარაში ვიმყოფებით და გაოცებული ვართ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით. ჩვენ გადავიღეთ მაღალმთიანი აჭარა და ბათუმის ტურისტული, ისტორიული ზონები. ვფიქრობ, შთამბეჭდავი ტური გამოვიდა და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს”. სიმონე გუიდა- ნოვა ლექტიოს წამყვანი ჟურნალისტი.

გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა აჭარის მაღალმთიანეთი, ხულო,  შუახევი და ქედა, სადაც  ადგილობრივების ყოფა ცხოვრებას, ტოლერანტობას და ტრადიციებს გაეცნენ,  მთიან აჭარაში გადაღებული კადრებიც კლიპში აისახება.

სიუჟეტში ასევე წარმოჩენილი იქნება აჭარის პოლიტიკური მოწყობა და სეპარატიზმი, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, პორტის ისტორიული მნიშვნელობა და საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბები.

,,ჩვენ ჩავწერეთ ადგილობრივი ბიზნესმენები, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები… იტალიელ მეგობრებს ასევე მაღალმთიან აჭარაში ვაჩვენეთ, როგორ მიმდინარეობს თანაცხოვრება მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის. დავაგემოვნებინეთ ნამდვილი ქართული, ავთენტური კერძები, გავაცანით ჩვენი ქვეყნის ისტორია და ამჟამინდელი ყოფა-ცხოვრება. ვფიქრობ, საინტერესო და ისტორიული, დოკუმენტური შინაარსის სიუჟეტი მომზადდება, რაც მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირსებებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს”- მარიამ პაკაცოშვილი, მედია კოლაბორატორი.

აჭარის ტურისტულ ლოკაციებზე ვიდეორგოლის მომზადების  მთავარი მიზანი ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციაა.

,,აჭარა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, თავისი წეს-ჩვეულებებით, ბუნებით და ადამიანებით. მას ულევი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ხუთი დღის განმავლობაში მე და მარიამმა ვუმასპინძლეთ იტალიურ მედიას, რომელსაც ვანახეთ აჭარის ყველა მხარე, დაწყებული მაღალმთიანი აჭარის სოფლებით და დამთავრებული სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიით. აღსანიშნავია, ჩვენი რესპონდენტების და აჭარლების გვერდში დგომა, რასაც ნებისმიერ წუთას ვგრძნობდით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და შედეგსაც მალე ვიხილავთ”! ანა აბუაშვილი- ტურის მენეჯერი.

ამ არხს (Nova Lectio) იტალიაში 2 მილიონამდე ადამიანი უყურებს, მათ შორის ჩვენი ქართველი ემიგრანტები.

სიუჟეტი იტალიის ტელე ეკრანებზე ნოემბრის ბოლოს გავა.

Post navigation

Previous: როგორ გადანაწილდა მანდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში
Next: “ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xe.tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ხულოსა და შუახევში ათეულობით მორი ამოიღეს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.