აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მოადგილედ კურსელი დანიშნა. ელისო ასანიძის დაწინაურების შესახებ ინფორმაცია სააგენტომ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ასანიძე გვარწმუნებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორთან მეგობრობისა და კურსელობის ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია.
“როგორ გეკადრებათ, კარგად მოიკითხეთ რას ვაკეთებდი მანამდე. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ სააგენტოში. არ მცალია, უნდა გაგითიშოთ ტელეფონი,” – უთხრა აჭარა თაიმსს ელისო ასანიძემ და დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
ინფორმაციისთვის: ელისო ასანიძე 2019 წლიდან დღემდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი იყო. ის ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად და საპატრულო დეპარტამენტის უფროსს გამომძიებლად.