Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ოთარ ფარცხალაძეა ბრალდებული – შსს

admin Posted on 3 კვირის ago
farcxaladze_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბრალდებულის სახით მიეცემა პასუხისგებაში. დარახველიძის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფარცხალაძესა და მის ნდობით აღჭურვილ პირებს – ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს – ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება და ხანგრძლივი დაპირისპირება ჰქონდათ.

შსს-ის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა, რომლის ორგანიზებას, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი დავალებით, ძმებმა მიქაძეებმა დაუკავშირდნენ მათ ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც მკვლელობის გეგმა გაიზიარა. შემსრულებლის როლში კი, გამოძიების ინფორმაციით, მოძიებულ იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი – გელა უძილაური.

გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა წინასწარ მოიპოვა ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის დროისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს სხეულის დაზიანება მიაყენა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია მრავალი მოწმე და ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. უწყების შეფასებით, მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის, ისე მისი წევრების წინააღმდეგ.

აღნიშნულ საქმეზე მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, გელა უძილაური, დანაშაულიდან მალევე დააკავეს. მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ეტაპზე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც წარსულში რეგისტრირებული იყო მკვლელობის იარაღი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულთა ნაწილის მიმართ საქმის არსებითი განხილვა უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, პროკურატურის დადგენილებით, მას ბრალად ედება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლით ისჯება და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით, ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ამასთანავე, მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 29–30 დეკემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
Next: ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს – დახურულია 12 ობიექტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 3 დღის ago 0
policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი

admin Posted on 3 დღის ago 0
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 4 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

Posted on 24 საათის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 2 დღის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 3 დღის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 3 დღის ago 0
„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა kalatburti_AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

Posted on 24 საათის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 2 დღის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 3 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.