Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მაისში წლიური ინფლაცია 3.5% შეადგინა — ფასების ზრდა ძირითადად სურსათზე, ჯანდაცვაზე და მომსახურებაზე მოდის

admin Posted on 8 თვის ago
statistika_AJARATIMES.GE

2025 წლის მაისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 3.5 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო თამბაქოს გარეშე – 2.0 პროცენტით.

ინფლაციაზე ძირითადი გავლენა სამომხმარებლო კალათაში შემავალი რამდენიმე ძირითადი ჯგუფის ფასების ზრდამ მოახდინა.

თვიური ინფლაცია — რა გაძვირდა აპრილთან შედარებით?

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასებმა ამ ჯგუფში 1.6%-ით მოიმატა და თვიურ ინფლაციაში 0.51 პროცენტული პუნქტი შეიტანა. განსაკუთრებით გაძვირდა:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული — 8.7%;
  • ხილი და ყურძენი — 8.3%;
  • უალკოჰოლო სასმელები — 1.8%;
  • თევზეული — 1.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები — 0.9%;
  • პური და პურპროდუქტები — 0.6%

ამავე დროს, შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.6%), ყავის, ჩაისა და კაკაოს (-0.6%), ზეთისა და ცხიმის (-0.1%) ფასები.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასებმა 1.4%-ით მოიმატა, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციაში. ძირითადი მატება ღამის გასათევ მომსახურებაზე დაფიქსირდა (7.2%).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასების ზრდა შეადგენს 0.8%-ს, რაც თვიურ ინფლაციაზე 0.03 პროცენტული პუნქტით აისახა.

ტრანსპორტი: ფასები 1.1%-ით შემცირდა, რაც ინფლაციაზე -0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. შემცირება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7%) და მათ შეძენაზე (-0.5%) დაფიქსირდა. ზრდა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურებაზე შეინიშნებოდა (0.3%).

ფასების ცვლილება 2024 წლის მაისთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები 8.3%-ით გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში 2.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ზეთი და ცხიმი — 22.5%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული — 17.6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო — 15.4%;
  • უალკოჰოლო სასმელები — 10.6%;
  • შაქარი და ტკბილეული — 9.5%;
  • პური და პურპროდუქტები — 8.4%;
  • ამასთან, ხილი და ყურძენი გაბალანსდა 4.7%-იანი გაიაფებით.

ჯანმრთელობის დაცვა: ფასებმა 9.0%-ით მოიმატა, რაც 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში. გაძვირდა:

  • ამბულატორიული მომსახურება — 10.2%;
  • სამედიცინო პროდუქცია და მოწყობილობა — 8.3%;
  • საავადმყოფოების მომსახურება — 7.6%

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები 5.9%-ით გაიზარდა (წვლილი ინფლაციაში — 0.29 პპ). ყველაზე მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა:

  • პირადი ნივთები — 20.7%;
  • დაზღვევა — 8.7%;
  • საფინანსო მომსახურება — 5.4%

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები წლიურად 4.5%-ით შემცირდა და ინფლაციის მაჩვენებელზე -0.54 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ყველაზე მეტად გაიაფდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-7.4%).

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ხანძარი ქობულეთში – დაიწვა ავტომობილი
Next: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 1 დღის ago 0
policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი

admin Posted on 1 დღის ago 0
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 6 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 20 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 23 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 6 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 4
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 20 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 23 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.