Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

მაღალჩინოსნების სრულად აღჭურვილი სკვერი, მეზობლებს კი მხოლოდ პატარა ატრაქციონი

admin Posted on 2 წელი ago
atraqcioni_ajaratimes.ge.

ეზო, სადაც ძმები ბერიძეები ცხოვრობენ

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა, აკაკი ბერიძემ საკუთარ ეზოში ისეთი სკვერი მოიწყო, რაც სამეზობლოში არაა. რეკრეაციულ ზოლში ტრენაჟორები, ატრაქციონები, განათებები, ონკანი, სკამები და ურნები დაამონტაჟეს. მიწის ზედაპირი კაუჩუკით დაფარეს. ტერიტორია კი რკინის დეკორატიული კონსტრუქციით შემოსაზღვრეს.

ინფორმაციისთვის, ამავე ეზოში ცხოვრობს მეორე ძმა – რაულ ბერიძე, რომელიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა.

მაღალჩინოსნების საცხოვრებლიდან დაახლოების 100 მეტრში, მეზობელი კორპუსის ეზოში მართლაც მოაწყვეს წინასაარჩევნოდ დაპირებული სკვერი, თუმცა ერთი განსხვავებით: აქ მხოლოდ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟეს. ტერიტორია კი დაბალი, იაფფასიანი მოაჯირით შემოსაზღვრეს.

ჩინოვნიკების სამეზობლოს ეზო – აქ მხოლოდ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟეს.

ბათუმში, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სკვერების მოწყობაზე პასუხისმგებელი აკაკი ბერიძეა, რომლის გადაწყვეტილებითაც ასეთი განსხვავებაა სამეზობლოში. რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა პროექტების შედგენისას და რატომ ჩააყენა სამეზობლო უთანასწორო მდგომარეობაში? გარდა ამისა, პროექტის დამტკიცებისას იყო თუ არა გადამწყვეტი მისი თანამდებობრივი გავლენები?

უწყებიდან კითხვებზე ზოგადი შეტყობინებით გვიპასუხეს: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში სკვერის მოწყობა ხორციელდება ამხანაგობების მომართვის საფუძველზე. პროექტის შეთანხმება ხდება ამხანაგობებთან.

ამ ზოგადი პასუხით ჩინოვნიკმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და სკვერის პროექტებს შორის განსხვავება ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადააბრალა.

ინფორმაციისთვის, ძმები ბერიძეები საეჭვო კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ტენდერებს იგებენ ის კომპანიები, რომლებიც მაღალჩინოსნებთან სხვადასხვა ფორმით არიან კავშირში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა – რა საჭიროებებია გამოკვეთილი დოკუმენტში
Next: უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 2 კვირის ago 0
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 150 გრამამდე „კოკაინის“ უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

admin Posted on 3 კვირის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 17 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 20 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა

Posted on 3 დღის ago 0
უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 17 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 20 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.