მილი, რომლითაც ბათუმს სასმელი წყალი მიეწოდება ცოტა ხნის წინ დაზიანდა. მახინჯაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები AJARATIMES.GE-ის უყვებიან, რომ დიდი ჭავლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი დატბორილია.
“სავარაუდოდ, უკანონო დაერთების გამო, ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა. ის მილი, რითაც ბათუმს წყალი მიეწოდება. სამუშაოები ღამის 10 საათიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც ქალაქში წყლის მოხმარება შემცირდება – ასე ქალაქის წყლის გარეშე დარჩენისგან თავს ავიცილებთ,” – უთხრა “აჭარა თაიმსს” კომპანია “ბათუმის წყლის” დირექტორის მოადგილემ დავით ბექაიამ.