
“საქართველოში ნელ-ნელა დგება კლიმატური გაზაფხული, დღის ტემპერატურა უფრო ხშირად გვაქვს +20 გრადუსზე მაღალი, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ მოკლემკლავიანი ტანისამოსის დრო დადგა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი წერს.
კობა ფარტენაძის პროგნოზით, ხვალ, 15 მარტს, როგორც დასავლეთ ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, ტემპერატურა +18, +20 გრადუსთან ახლოს.
ზეგ, 16 მარტს, კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ცოტათი აგვიცივდება, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი. 17 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს.