Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მოსამართლეები თავიანთი ქონების შემოწმებაზე უარს აცხადებენ – მესამე სექტორი

admin Posted on 2 წელი ago
sasamartlo_AJARATIMES.GE

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მოსამართლეებმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით.

„4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება).

კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას“, წერია მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დაპირისპირება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში
Next: ავარია ბათუმში – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 18 საათის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago
amindi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

admin Posted on 4 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 12 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 12 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.