ამ წუთებში ქობულეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაბა ოჩხამურის მოსახლეობამ შემოვლითი მაგისტრალი გადაკეტა. მათ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს.
ამბობენ, რომ სასმელი წყალი თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. არაერთი დაპირების მიუხედავად, სოფელი მაინც წყალმომარაგების გარეშეა.
აქცია ამ დროისთვის [13:00 საათი] დასრულებულია. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ ხვალიდან სასმელი წყალი ექნებათ.
ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას, უწყებისგან საპასუხო კომენტარს ველოდებით.